დაინტერესებული ხართ IT კარიერით?

გაეცანით პოპულარულ IT პოზიციებს 

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი უზრუნველყოფს კომპიუტერულ სისტემებთან გამართულ მუშაობას - აინსტალირებს პროგრამებს, აწყობს სამუშაო გარემოს და ყოველდღიურად აგვარებს წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემებს.
გაიგე მეტი

ქსელის
ადმინისტრატორი

ქსელის ადმინისტრატორი ზრუნავს იმაზე, რომ ორგანიზაციის კომპიუტერული ქსელები ყოველდღიურად გამართულად იმუშაოს. ის აერთებს კომპიუტერებსა და სხვა მოწყობილობებს ერთმანეთთან და ინტერნეტთან, აყენებს საჭირო პროგრამებსა და ტექნიკას და უზრუნველყოფს, რომ კავშირი ყოველთვის სტაბილური და უსაფრთხო იყოს.
გაიგე მეტი

DevOps
ინჟინერი

DevOps ინჟინერი აერთიანებს პროგრამული განვითარების და ოპერაციების გუნდებს - ავტომატიზების და პროცესების გამარტივების გზით უზრუნველყოფს პროგრამების სწრაფ განვითარებას, დანერგვას და ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვას.
გაიგე მეტი

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები გეგმავენ, ახორციელებენ, აახლებენ და აკონტროლებენ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვან კომპიუტერული ქსელები და მონაცემები.
გაიგე მეტი

კარიერული ორიენტაციის ტესტები

აირჩიე შენზე მორგებული გეგმა

შენთვისაა IT სფერო?

თუ ტექნოლოგიებს კარიერად განიხილავ, ან უკვე გადადგი პირველი ნაბიჯები, შესაძლოა მაინც ფიქრობდე: "ნამდვილად სწორ გზაზე ვარ?" ეს მოკლე კარიერული ტესტი დაგეხმარება გაერკვე, რამდენად შეესაბამება შენი პიროვნული თვისებები და ინტერესები IT სფეროს და სად შეგიძლია გამოავლინო შენი ძლიერი მხარეები.
შეამოწმე

რომელი კარიერა შეესაბამება შენს უნარებს?

ყველაფერი იწყება საკუთარი თავის უკეთ გაცნობით. თუ მზად ხარ ცვლილებებისთვის და ფიქრობ, რომ ახალი გზა უნდა გადადგა - მნიშვნელოვანია იცოდე, სად იგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად და რა პროფესიაში შეგიძლია რეალურად მიაღწიო წარმატებას. შენი ღირებულებები და პრიორიტეტები განსაზღვრავს, როგორი სამუშაო გარემო, ურთიერთობები და საქმიანობა გაგაბედნიერებს. გაიარე ეს მცირე ტესტი და აღმოაჩინე, სად არის შენი ადგილი პროფესიულ სამყაროში
შეამოწმე

მზად ვარ კარიერის შეცვლისთვის?

გაიგე, მზად ხარ თუ არა გადადგა დიდი ნაბიჯი და აკეთო ის, რაც გიყვარს.
შეამოწმე