და-START-ე
IT კარიერა
დაიწყე სწავლა და მუშაობა პარალელურად, ინტენსიურ პროგრამაზე, რომელიც საშუალებას მოგცემს, მოკლე დროში მიიღო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ანაზღაურება.
3 თვის განმავლობაში გაიარე 4 კომპონენტიანი სასწავლო
პროგრამა პროფესიონალებთან ერთად
IT ინდუსტრიის ექსპერტებთან
სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან
გამოცდილ მენტორებთან
საკუთარ თავთან
თანამედროვე კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა
თანამედროვე დესკტოპ სისტემების მხარდაჭერა Windows და Apple ეკოსისტემაში
მულტიფუნქციური პრინტერებისა და სკანერების მხარდაჭერა
თანამედროვე საოფისე და ქლაუდ აპლიკაციების მხარდაჭერა
იმეილ სერვისების მხარდაჭერა
ქსელის საბაზისო მხარდაჭერა
"ჩემთვის ტექნოლოგიები ყოველთვის იყო რაღაც ბუნებრივი და საინტერესო, ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი კომპიუტერების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გზა პირდაპირ IT-ით არ დაწყებულა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს სფერო იყო ის, რაც ნამდვილად მაინტერესებდა და მინდოდა. ჩემი გზა IT სფეროში აქსელერაში დაიწყო, აქ სწავლასთან ერთად პრაქტიკული მუშაობით გადავდგი პირველი ნაბიჯები სტაჟიორის პოზიციაზე, რაც ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი რეალური შეხებაა სფეროსთან, უკვე ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე ვარ, მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და ყოველდღიურად ვსწავლობ რაღაც ახალს."
""ჩემი გზა IT-სკენ შედარებით უფრო შორიდან იწყება, ვიდრე სხვების, რადგანაც ჩავაბარე სამართალზე. შუა გზაში მივხვდი, რომ ეს სფერო აღარ მაინტერესებდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამემთავრებინა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩემი პროფესიით არ დამიწყია მუშაობა და დიპლომიც თაროზე შემოვდე დასამტვერად. აღმოვაჩინე, რომ IT მიმართულება არის ჩემთვის საინტერესო და მცირე აიტი გამოცდილების მერე დავინტერესდი აქსელერათი. ვფიქრობ, რომ აქსელერა ჩემი ყველაზე გამართლებული გადაწყვეტილებაა, ეს არის ადგილი სადაც მუდმივად და მრავალმხრივად ვითარდები."
"აქსელერაში ტექნიკური ცოდნის გარდა, მენტორების მიერ შექმნილი მხარდამჭერი გარემოსა და პრაქტიკული სამუშაოების წყალობით, გავიუმჯობესე კომუნიკაციის უნარები, რაც IT მხარდაჭერის სფეროში გადამწყვეტია. პროგრამამ არა მხოლოდ მომამზადა რეალური სამუშაო გარემოსთვის, არამედ მომცა თავდაჯერება, რის შედეგადაც 3 თვიანი კურსის დასრულებისთანავე ვიპოვე სასურველი სამსახური"
"აქსელერამდე ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, თუმცა IT სფეროში უშუალო გამოცდილება არ მქონდა. სწორედ აქსელერამ მომცა შესაძლებლობა, რომ დამეწყო ჩემი IT კარიერა და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა.
ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე დიდი სარგებელი ის იყო, რომ აქსელერამ დამანახა, როგორი მრავალფეროვანი და ცვალებადია ეს სფერო, და დღეს უფრო დიდი მოტივაციით ვაგრძელებ განვითარებას IT-ში. აქსელერამ დამანახა როგორი მრავალფეროვანია Tech სფერო და დღეს უფრო დიდი მოტივაციით ვაგრძელებ განვითარებას."